მომღერალი სოფო ნიჟარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. მის ინტერესბს ბექა ბასილაია დაიცავს.
"ცოტა სასაცილოდ და აბსურდულად მეჩვენება ჩემი დაბარება. თუმცა, თუ რამე შეკითხვა არსებობს ამ ფაბრიკაციულ ვიდეოებთან დაკავშირებით, მზად ვარ ვუპასუხო, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ", - განაცხადა ნიჟარაძემ დაკითხვაზე შესვლამდე.
კონტრადაზვერვის დეპარტამენტში ყოფილი პრეზიდენტის დაცვის უფროსს თემურ ჯანაშიასაც ელოდებიან. ხვალ კი ამავე უწყებაში ნიკა გვარამიაა დაბარებული.
როგორც ცნობილია, ისინი უწყებაში უკრაინულ საიტზე გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დაიბარეს.