თემურ ჯანაშიას და სოფო ნიჟარაძეს დღეს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დებარტამენტი დაკითხავს. ხვალ კი დაკითხვაზე ნიკა გვარამიაა დაბარებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების გატარება გრძელდება. მოწმდება საქმესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია და დაიკითხება ყველა ის პირი, რომლის ჩვენებასაც გამოძიება საჭიროდ მიიჩნევს.