თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის სარჩელის წარმოებაში მიღებას მიესალმება.
ალასანია მიიჩნევს, რომ ყველა სამართლებრივი ბერკეტი უნდა ამოიწუროს, ვიდრე იქნება რაიმე ფორმის გადაწყვეტილება აღსრულებასთან დაკავშირებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ შესძენს ამ ისტერიულ ფონს დამაწყნარებლის ფუნქციას. აუცილებელია, რომ ეს ისტერიკა აღარ იყოს ამ სასამართლო პროცესის ირგვლივ, რეალურად დაინახოს საზოგადოებამ რა ხდება და რაც მთავარია, რუსთავი 2-მა გააგრძელოს მაუწყებლობა და მისი სარედაქციო თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი,“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.