პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის სარჩელთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცადა, სასამართლომ სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არა პოლიტიკური.
„სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი საჯაროდ არ აიტვირთა, მოპასუხე მხარემ არ ვიცით, იქ რა წერია. პარლამენტი სასამართლოში თავისი პოზიციას დაიცავს, მაგრამ თუკი წლების მანძლზე, ნაციონალების მიერ ქვეყანა არაკონსტიტუციური ნორმებით იმართებოდა, მაშინ მათ ეს უნდა აღიარონ. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილებით“, - განაცხადა კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი“ 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა.