საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის სარჩელის წარმოებაში მიღებას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას უწოდებს.
,,უმნიშვნელოვანესი გამარჯვება - საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი სარჩელი წარმოებაში მიიღო და დაუყოვნებილივი აღსრულების მუხლის მოქმედება შეაჩერა. რუსთავი 2- მა აირიდა ელვისებური განადგურების საშიშროება. დანარჩენს აწი ვნახავთ.
ps . საქართველოს მთავრობავ, სანამ თქვენ ეფესბესთან ერთად ვაიბერზე სისულელეებს უსმენდით და იგეგმებოდით, ჩვენ ნამდვილი ბარიკადა გრეკეთ შუბლში”, - წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე ნიკა გვარამია.
საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი“ 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა.