პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანი მიროტაძე ფიქრობს, რომ ,,მიხეილ სააკაშვილი პრობლემას უკრაინისთვის უფრო წარმოადგენს, ვიდრე საქართველოსთვის”.
როგორც ჟურნალისტებს მიროტაძემ განუცხადა, სააკაშვილი არაადეკვატური ქმედებების გამო უკრაინის პრეზიდენტს საკმაოდ უხერხულ ვითარებაში აყენებს.
„ამის დასტური ბოლოს განვითარებული მოვლენებია. ხალხებს შორის ურყევ ნებას, წინ ვერავინ აღუდგება. შესაბამისად, საქართველო და უკრაინა იყვნენ, არიან და დარჩებიან ახლო მეგობრებად და თანამოძმეებად“, - დასძინა მიროტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე რეაგირების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტს, პეტრე პოროშენკოს მიმართა.