მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აღნიშნული შუამდგომლობა რუსთავი 2-ის ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე დააყენეს. მოსამართლის განმარტებით, საქმეში უნდა იყოს მტკიცებულება, რაც ივანიშვილის რუსთავი ორთან კავშირს დაადასტურებს. მისი თქმით, ყოფილ პრემიერმინისტრს საქმესთან შემხებლობა არ აქვს. რაც შეეხება ოქრუაშვილს, ურთმელიძის განმარტებით, მას შესაძლოა, შემხებლობა ჰქონდეს, მაგრამ საქმე უკვე პაექრობის ეტაპზეა გადასული.
რუსთავი 2-ის ადვოკატებმა სხდომაზე ივანიშვილის 2012 წლის ინტერვიუს ნაწილი აჩვენეს, რომელიც ქართული ოცნების ლიდერთან ობიექტივის ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა ჩაწერა. ვიდეოში ივანიშვილი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის მეპატრონე ქიბარ ხალვაში შემთხვევით იყო.