საპროკურორო რეფორმის ფარგლებში შექმნილი საპროკურორო საბჭო დღეს პირველ სხდომას გამართავს. საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.
15 კაციანი საპროკურორო საბჭო 14 წევრით უკვე დაკოპლექტებულია. მას მხოლოდ პარლამენტის ოპოზიციის კვოტით წარსადგენი კანდიდატი აკლია.
საბჭოს შემადგენლობაში არიან პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 პროკურორი, იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი ორი მოსამართლე წევრი, უმრავლესობიდან დასახელებული დეპუტატი და პარლამენტის მიერ არჩეული სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის კანდიდატს წარუდგენს, რომელსაც საბოლოოდ პარლამენტი დაამტკიცებს.