შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თეიმურაზ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა თეიმურაზ გ. თბილისში, კედიას ქუჩაზე დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 26 აბი ნარკოტიკული საშუალება
„სუბოქსინი“ ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,208 გრ ბუპრენორფინს
შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით თეიმურაზ გ-ს მარიხუანის მოხმარების
ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის
მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).