საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ესტონელ კოლეგას, ტაავი რიივასს შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერები თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმს მოაწერენ ხელს. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთანაც. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს თბილისობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიც. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ევრო ინტეგრაციის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც შედიან.