თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, გასაგებია, თუ რატომ არ ენდობა ირმა ინაშვილი ქართველ ჯარისკაცებს. შუალედური არჩევნებისას მომხდარი ექსცესების კომენტირებისას მინისტრმა განაცხადა, რომ მას არ ესმის ის ისტერიკა, რომელიც ჯარისკაცების ხმებს მოყვა.
„ადამიანს, რომელიც ებრძვის ევროკავშირს, რომელიც ებრძვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, რომ არ ჰქონდეს ნდობა ჯარისკაცების, ვინც გუშინ ავღანეთში ნატო-ს ჯარისკაცის სამკლაურით იბრძოდა, ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ეს მისი ტრაგედიაა“, - განმარტა ხიდაშელმა.
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, საგარეჯოს ოლქში, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს ირმა ინაშვილს არჩევნებში მოუგო. ინაშვილის გუნდში მიიჩნევენ, რომ საგარეჯოში, მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდასაჭერად, ჯარისკაცების ხმების მობილიზება მოხდა.