,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიაში იქნება ღია და გამჭვირვალე ცვლილებები.
როგორც მან ,,იმედის” ეთერში განაცხადა, იგი მომხრეა პარტიაში იყოს უფრო ჰორიზონტალური, დემოკრატიული მართვის მექანიზმები.
,,გვექნება ღია და გამჭვირვალე შიდა პოლიტიკური პროცესი, რომელიც გადაწყვეტს ვინ უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე - თუ ეს საკითხი დადგა საერთოდ. ან, რა მართვის სისტემა იქნება ზოგადად პარტიაში. პირველად ვამბობ, რომ მე მომხრე ვარ უფრო ჰორიზონტალური, დემოკრატიული მართვის მექანიზმისა პარტიაში. შეიძლება სწორედ ეს საინტერესო ცვლილებები გავაკეთოთ წინასაარჩევნოდ, რისთვისაც ჩვენ ასევე პარალელურად ვემზადებით”, - განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი თქმით, იგი არის და იქნება ენმ-ის სულისჩამდგმელი.