საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მწუხარება გამოხატა რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფი გამო
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში მომხდარი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპეში მომხდარ ავაკატასტროფას 224 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპრლა.