ე.წ. მოდულის შენობა გიგა ბოკერიას დაკითხვა დასრულდა.ბოკერიას სუს-ში თითქმის 8 საათის განმავლობაში კითხავდნენ. დაკითხვის შემდეგ ბოკერიამ განაცხადა, რომ გამომძიებლებს მიაწოდა იგივე ინფორმაცია, რაც საზოგადოებას მოსმენილი აქვს არაერთხელ.
"ჩვენი საჯარო პოზიცია დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩვენი ამოცანაა არ მიეცეს ივანიშვილს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებიდან გაიყვანოს. ჩვენი ამოცანაა, რომ ის დავამარცხოთ 2016 წლის არჩევნებში, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ძალადობის გზით ჩაახშონ ის ინსტიტუტები, რომლებიც იცავენ სიტყვის თავისუფლებას. ეს არის ამ შემთხვევაში "რუსთავი 2". თუ ის გააგრძელებს იმ ნაბიჯებს, რასაც ვხედავთ ბოლო პერიოდში, კონტროლირებადი მოსამართლის განაჩენის ძალადობრივ აღსრულებას, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით", - განაცხადა ბოკერიამ.