უკრაინულ პორტალზე გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ. მისი თქმით ის არ ენდობა ინფორმაციას, რომელიც სათანადოდ არ არის გადამოწმებული და სათანადო წყარო არ აქვს მითითებული.
"რა თქმა უნდა, ვიცი ამ გაჟონილი ინფორმაციის შესახებ და იცის ყველამ, ვინც ქართულ მედიას თვალს ადევნებს. ვერაფერს გეტყვით, იმის გარდა, რომ ყველა ნიშნით ჩანაწერები კერძო საუბარს ჰგავს. ვფიქრობ იცით, რომ პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია ისევ და ისევ პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და წყაროების მითითება. ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ადგილობრივ მედიასაშუალებას დამოუკიდებლად მოეპოვებინა კერძო სატელეფონო საუბარი და შემდეგ გაევრცელებინა ის. მე არ ვენდობი ისეთ საუბარს, რომელიც სათანადოდ გადამოწმებული არ არის და სათანადო წყარო არ აქვს მითითებული,"- განაცხადა ამერიკის ელჩმა.