საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, იმედი აქვს, რომ უკრაინის ოფიციალური ხელისუფლება ამჯერად დააფიქსირებს, ეს არის მათი პოზიცია, თუ მათი ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორის განცხადება. ამის შესახებ მან გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე კომენტირებისას განაცხადა.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წუთამდე ჩვენ არ გვაქვს უკრაინის ოფციალური ხელისუფლების პოზიცია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან ასეთი მოწოდება ძალიან ბევრჯერ გაკეთდა, ამჯერად მაინც კეთილს ინებებენ და გავიგებთ, რაზეც საუბრობს მათი ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორი, ეს არის უკარაინის სახელმწიფოს პოზიცია, თუ ეს არის ერთი არასრულფასოვანი ადამიანის განცხადება, რომელიც, როგორც ჩანს, თავს ძალიან უბედურად თვლის, რომ აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, პატრონი და მესაკუთრე. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და იმედი მაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება ამას აცნობიერებს,", - განაცხადა ხიდაშელმა.