პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარდა, აუდიოჩანაწერების შინაარსს ყველა ემიჯნება.
როგორც ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, ყველა ამბობს, რომ ისინი არაფერს გეგმავდნენ.
„გუშინდელი ჩანაწერების შემდეგ, მას სააკაშვილის გარდა, ყველა ემიჯნება. სააკაშვილი რაღაცას გეგმავდა და მისი პარტია აღარ ემორჩილება, თუ ეს როგორ არის, არ ვიცი. ამ საქმის პოლიტიკური მხარე სრულიად ნათელია. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია, რომ მედია არ დაზარალდეს. „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდნენ და რა ღირებულებებსაც არ უნდა აღიარებდნენ, მათ უფლება აქვთ რომ იმუშაონ“, - დასძინა უსუფაშვილმა.