პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას ეხმაურება.
როგორც ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ მათ პოლიტიკურ ლიდერზე მეურვეობაა დასაწესებელი, რომ მან მსგავსი შეცდომები არ დაუშვას, ამ საკითხს ხელისუფლება განიხილავს.
„ე.ი. ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ დავით ბაქრაძის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ასე აზროვნებს, ასე მეტყველებს და ასეთ გეგმებს სახავს?!“, - დასძინა უსუფაშვილმა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია არ გეგმავდა, არ გეგმავს და არ დაგეგმავს არანაირ ძალადობას, ბრძოლა კი, თავისუფალი სიტყვის დასაცავად მხოლოდ და მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში მიმდინარეობდა და ასეც გაგრძელდება.