ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი არ არის, როგორ აღუდგებიან მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილის მცდელობებს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა. ამის შესახებ მა ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, კოლექტივი საკუთარი ძალებით დაიცავს თავს და მოსახლეობის მისვლა ტელეკომპანიის დასაცავად, არ არის აუცილებელი.
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების სრული უფლებაა, თავად განსაზღვროს, თუ როგორ დაიცავს თავის შენობას და ტერიტორიას. ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების უფლება, ვალდებულებაა და არა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი, რომ წინ აღვუდგეთ ბიძინა ივანიშვილის მცდელობას, ჩაახშოს ქვეყანაში ის ინსტიტუტები, რომელიც მას ხელს უშლის. ჟურნალისტების გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული, ხელს შევუშლით თუ არა ივანიშვილის ასეთ არაკონსტიტუციურ ქმედებებს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.