საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებას ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და აცხადებს, რომ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის დაცვა მნიშვნელოვნად დაასუსტა.
,,რკინის კონსტრუქციები", "ბოევიკები", "გაისროლონ", "ასე თუ მივიქცევთ ყურადღებას", "რევოლუციური სცენარით უნდა წახვიდეთ".
ინსტრუქტაჟის ტონი.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსთავი 2-ის დაცვა მნიშვნელოვნად დაასუსტა.
ძალიან უნდა გინდოდეს ივანიშვილის გამარჯვება რომ ასეთი რამ მისცე ხელში.
რუსთავი 2 უნდა გადარჩეს როგორც კრიტიკული არხი. ამ ჩანაწერების გამოდება სწორედ კრიტიკულად განწყობილი არხის განადგურებას ისახავს მიზნად საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების გზით. მეტს არაფერს.
უკანონო მოსმენებზე - ახალი არაფერი, ისედაც ვიცოდით.
იმედია ჩვენი წამოსვლის მიმართ არსებულ კითხვათა ნაწილს მაინც გაეცა პასუხი”, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ,,ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი.