,,პირობას გაძლევთ, ჩვენი სამართალდამცავები გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერი ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილს, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიასა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც გუშინ გავრცელდა, სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
"მინდა, მივმართო ყველას, ჩვენს მოსახლეობას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ჩვენ ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ერთად უნდა დავდგეთ და არ დავუშვათ არეულობა. ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი სამართალდამცავები გამოიძიებენ ამ საკითხს ბოლომდე, ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას აღკვეთენ და გაანეიტრალებენ ყველას და ყველაფერს, რომელიც იქნება მიმართული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ქვეყნის, ხალხის დასაცავად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.