გამოაცხადებს თუ არა მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დღეს რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას, რამდენიმე საათში გაირკვევა.
დღეს სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული და მხარეები საპაექრო სიტყვით წარსდგებიან, რის შემდეგაც დრო უკვე რეპლიკებს დაეთმობა. ამით პროცედურები დასრულდება და მოსამართლე სათათბიროდ გავა.
გამოაცხადებს თუ არა თამაზ ურთმელიძე დღესვე გადაწყვეტილებას ეს რამდენიმე საათში გაირკვევა. ტელეკომპანიის ადვოკატები პროცესების დაჩქარებულ ტემპზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ დღესვე მიიღოს მან გადაწყვეტილება.
ქიბარ ხალვაშის დაცვის მხარის აზრით, მოსამართლეს სავარაუდოდ, გარკვეული დრო დასჭირდება და მათი ვარაუდით, მან შესაძლოა, დღეს არ გამოიტანოს გადაწყვეტილება.
რუსთავი 2-ის ადვოკატებმა საპაექრო სიტყვის მოსამზადებლად პროცესის გადადებით გუშინ იშუამდგომლეს.