უკრაინული გამოცემა http://uareview.in.uaავრცელებს აუდიო ჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში ასახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგა ბოკერიას საუბარი.
ჩანაწერის სტენოგრამა:
გიგა ბოკერია: ბოევიკები მაგათ არ ჰყავთ, მაგრამ...
მიხეილ სააკაშვილი: რა შუაშია, ბარიკადები უნდა დააყენოს?
ბოკერია: მაგისთვის ჩვენ ვემზადებით.... დღეს შევხედეთ როგორ არის, დიდი სივრცეა ძაან, მაგრამ მანდ პრობლემა ის არის, რომ ორი ადგილია სადაც უნდა შევიდნენ. გათიშვა თუ უნდათ დელისში შეუძლიათ შევიდნენ.
მიხეილ სააკაშვილი: - სად? დელისში?
გიგა ბოკერია: ხო, სიგნალი იქედან მოდის.
მიხეილ სააკაშვილი: მერე რა, ჯობია სინგალი გათიშონ მანდ, რუსთავი არსებობდეს ინტერნეტში, იმაში, ამაში.
ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "დელისის" გამაგრება ძალიან ადვილია, ბოკერია კი ეუბნება, რომ ბევრი ხალხის დაყენებაა რთული.
მიხეილ სააკაშვილი კი ისევ რკინის კონსტრუქციების აგებაზე საუბრობს.
გიგა ბოკერია: ხო მაგრამ, მანდ ადგილი გახსოვს როგორია? ერთი რკინის კონსტრუქცია, ეგრე რომ ვერ შეაღწიონ, არ არსებობს. მანდ უნდა იყოს, რომ უნდა ჯახი მოხდეს, ანუ მაგრად მოგერიონ, რომ აიღონ, თორე რკინის კონსტრუქცია, რომ ვერ შევიდეს სპეციალური დანიშნულების რაზმი, ეგეთი მე ასე უცებ რაც წარმოვიდგინე, იმხელა სივრცეა..
მიხეილ სააკაშვილი: აშენებადია გიგა ახლა რას მიყვები. თუ ააშენებთ აშენებადია.
ამის შემდეგ სააკაშვილი უცხოელების რეაქციით ინტერესდება.
მიხეილ სააკაშვილი: ეს იდიოტი უცხოელები რას შვებიან?
გიგა ბოკერია: ხვალ რაღაც დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ თემაზე.
მიხეილ სააკაშვილი: დიდ განცხადებას, თუ პროსტა კითხავენ სპიკერს და რაღაცას წაიკითხავს.
გიგა ბოკერია: ამათ შეხვდნენ, დაუძახეს და უთხრეს, რომ მოდით, უნდა გადმოგცეთ განცხადებაო. არ ვიცი, ვნახოთ რა. ეგ ამბავი რაც ხდება ჩვენ ხელში პირდაპირ არ არის და არ ვიცი გამოხმაურება პერსონალურად რას გვეტყვის ქალბატონი ტორია. ვნახოთ კიდევ რამეს აპირებენ თუ არა დამატებით, მაგრამ მაგისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ ჩვენ ადგილზე. შენ იქ ხომ იქნები და გეტყვით დამატებით რაღაცეებს კიდე, ტელეფონით არ მინდა. როდის ჩამოდიხარ შენ?
მიხეილ სააკაშვილი: მე ჩამოვდივარ 3 საათით და უკან მოვდივართ.
გიგა ბოკერია: ვიცი, მაგრამ ხომ გექნება ერთი ნახევარი საათი მაინც.....
ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებზე საუბრობს და ამბობს, რომ დაბნეულები არიან ეხლა ჟურნალისტები, მაგრამ უნდა გაამხნევოს გვარამიამ.
მიხეილ სააკაშვილი: მანამდე უნდა ააშენოთ რკინის კონსტრუქცია, ფიზიკური… მე ვუთხარი, ნიკა, შეიძლება ატყდეს სროლა, მაგისთვისაც მზად უნდა იყო… ვაიმე, ვაიმეო. ეგრეა. საჭიროა ახლა ფიზიკური დაპირისპირება, უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს შეგვიძლია… სხვანაიარდ ვერ მივიქცევთ ყურადღებას.
გიგა ბოკერია: ყურადღებაზე არ არის, ბრძოლისუნარიანობა უნდა ვაჩვენოთ.
მიხეილ სააკაშვილი: უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან და, გაისროლონ… რა ვქნათ..