საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის სასამართლოს პროცესის გადაწევა ხელისუფლების დაბნეულობაზე მიანიშნებს.
მისი შეფასებით, ხელისუფლება ხვდება, რომ ეს საქმე დიდ რისკს უკავშირდება.
"პროცესის გადაწევა მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება როგორც ჩანს, მაინც დაბნეულია. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან რამხელა რისკთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. აქ არის არა მარტო სერიოზული ზეწოლა დასავლეთის მხრიდან, რომელიც შეიძლება ითქვას, უნივერსალურია, არამედ არის ის პრობლემაც, რომ მათ მოუწევთ დაპირისპირება იმ ხალხთან, რომლებიც იცავენ არა უბრალოდ რუსთავი 2-ს, არამედ ფასეულობებს - სიტყვის თავისუფლებას," - თორნიკე შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დღეს ტელეკომპანიის ადვოკატთა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო.