თბილისის პროკურატურამ გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი, ელისო კილაძე, დაკითხა. პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ კილაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პროკურატურაში მას მისვლა კიდევ მოუწევს, უკვე ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით.
„გამოკითხვა ჯღარკავასა და ბედუკაძის მიმოწერას ეხებოდა, რომელიც განსხვავებულ აქცენტებში გამოქვეყნდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მე რა შეხება მქონდა, არ ვიცი, იმიტომ, რომ ეს მიმოწერა მე არ მეკუთვნოდა. იმდენად არასერიოზულად ვუყურებ ნინო ჯღარკავას პერსონას, რომ მასთან დაკავშირებულ მიმოწერებს არც ვინახავდი არ მიმაჩნდა, რომ რომელიმე საგაზეთო მასალაში უნდა გამომეყენებინა,“-განაცხადა ელისო კილაძემ.
ვლადიმერ ბედუკაძე ორი საათია თბილისის პროკურატურაში იმყოფება.