ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე რამდენიმე წუთის წინ პროკურატურაში მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ბედუკაძე, სავარაუდოდ, დაკითხვაზე დაიბარეს.
ვლადიმერ ბედუკაძეს პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.