ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. სხდომაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ განმარტა, რატომ მიმდინარეობს პროცესი სწრაფ ტემპში. მოსამართლის თქმით, სისწრაფე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეობს. რუსთავი ორის ცნობით, თამაზ ურთმელიძემ აღნიშნა, რომ საქმის დასრულება ერთ პროცესშიც შესაძლებელია. მისივე თქმით, მხარეები არ შეზღუდულან და საქმე არც მოუმზადებელი ყოფილა.
სავარაუდოდ, რუსთავი ორის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დღესვე გამოიტანს.