საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, რუსთავი 2 -ის საქმეზე ყველა შესაძლო დარღვევაზე რეაგირება იქნება.
როგორც მან ,,თბილისი მერიოტში” ჟურნალისტებთან განაცხადა, პროცესზე გარკვეული ხარისხი გამჭვირვალობა არის.
"ჩვენ პროცესს ვაკვირდებით. შეფასებას მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც ამომწურავი ინფორმაცია გვექნება, ჩვენ ამ პროცესის დამოუკიდებელი მეთვალყურე ვართ. ყველა შესაძლო დარღვევაზე აუცილებლად მოახდენთ რეაგირებას. პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ხარისხი გამჭვირვალობის არის. ყველა მონაწილეს აქვს შესაძლებლობა, რომ დააკვირდეს პროცესს, მაქსიმალური იმედი მავს, რომ ყველაფერი კანონის უზენაესობის დაცვით წარიმართება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა თბილისი მერიოტში, სადაც ევროსაბჭოს ახალი პროექტების პრეზენტაცია მიმდინარეობს.