კიევის დინამოს ფანები ფეხბურთი ფედერაციის შენობის დაწვით იმუქრებიან. ამის მიზეზი ოლიმპიურ სტადიონზე ფანატთა სექტორების დახურვა გახდა. რადიკალური გადაწყვეტილება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც 16 ოქტომბერს, შახტართან შეხვედრისას გულშემატკივრებმა სტადიონზე პიროტექნიკა გამოიყენეს. 22 ოქტომბერს კი მათ ოლიმპიურ სტადიონზე ფერადკანიანი გულშემატკივრები ცემეს, რის გამოც უეფამ დინამოს შესაძლოა მიკაცრი საჯარიმო სანქციები დაუწესოს.