ანდერლეხტის 53-მა გულშემატკივარმა კლუბისგან ფულადი კომპენსაცია, მაისურები და ავტოგრაფები მიიღო. ამის მიზეზი აზერბაიჯანში ჩატარებული გასვლითი შეხვედრა გახდა, რომელშიც ბელგიელებმა ადგილობრივ ყარაბაღთან 1:0 წააგეს. კომპენსაციის სახით გულშემატკივრებს, რომლებიც ანდერლეხტს აზერბაიჯანში ახლდნენ, კლუბის ბაზაზე ექსკურსიასაც მოუწყობენ.