ბარსელონა მესის უვადო კონტრაქტს სთავაზობს. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა sport.es იტყობინება. არგენტინელს კონტრაქტი კლუბთან 2018 წელს ეწურება, თუმცა ბარსა მას კარიერის დასრულებას კატალონიაში სთავაზობს. ამჟამად მესის ყოველწლიური ხელფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს.