დღეს ე.წ. “კაბელების საქმის“ სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარმოადგენს და მოწმეები დაიკითხებიან. პროცესი საქალაქო სასამართლოში 12 საათზეა ჩანიშნული. აღნიშნულ საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანია ბრალდებული, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გირაოთი გაათავისუფლეს. მათ ბრალად სილქნეტის სასარგებლოდ 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვა ედებათ.