ხანგრძლივი და ხმაურიანი საქმის განხილვა შესაძლოა დღეს დასრულდეს. მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები ვარაუდობენ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე რუსთავი 2-თან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ქიბერ ხალვაშის სარჩელის განხილვა საქალაქო სასამართლოში 11 საათზე განახლდება. პროცესზე რუსთავი 2-სა და მისი მფლობელების ადვოკატები საპაექრო სიტყვით წარდგებიან, რასაც პროცედურულად მხარეთა რეპლიკები მოყვება. ამის შემდეგ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავა.