“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 22 შემთხვევაში ჩვენ დაწყებული გვაქვს ადმინისტრაცვიული სამართალ წარმოება, დავაკავეთ სამი პირი ადმინისტრაციულად, რომლების შემდეგ გადავიყვანოთ სასამართლოში და სასამართლომ შეუფარდა ჯარიმები. 8-ზე სისხლის სამართლით მიმდინარეობს გამოძიება. უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ამის შესახებ. ჩვენის მხრიდან არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.