შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მას ბოლო წლების განმავლობაში პრემია არ აუღია, შესაბამისად მინისტრი განმარტავს, რომ თუ მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემიის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტი იქნება მიღებული, მასთან მიმარ თებაში არაფერი შეიცვლება.
„ხაზი მინდა გავუსვა, რომ მინისტრები არიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იმ კანონებს ასრულებენ, რასაც პარლამენტი ქმნის. პირადად მე, ამ წლების განმავლობაში პრემია არ ამიღია, შესაბამისად ჩემთან მიმართებაში არაფერი შეიცვლება. რაც შეეხება მთლიანად კანონის მიღებას, ამისთვის არსებობს პარლამენტი, რომ ასეთი საკითხები განიხილოს სისტემატიურად“, - აღნიშნა სერგეენკომ.