ინგლისური საფეხბურთო კლუბის, ვესტ ჰემის თავდამსხმელი ენდი კეროლი ჩელსის გულშემატკივარს ეჩხუბა. ინციდენტი ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. The Daily Mail-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი მეგობრებთან ერთად ვახშმობდა, როდესაც მასთან ჩელსის გულშემატკივარი მივიდა და კოცნა დაუპირა. კეროლმა ჩელსის ფანს წინააღმდეგობა გაუწია, რაც ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოოდ ვითარების განმუხტვა რესტორნის დაცვამ შეძლო.