თბილისის ჯაზ-ფესტივალის მესამე დღეს მელომანების წინაშე ებრაელი მესაყვირე ავიშაი კოენი წარდგა. მასთან ერთად ამერიკელი დრამერი ჯეფ ბილარდი უკრავდა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ჯაზ-ფესტივალის დასრულებამდე კიდევ 2 კონცერტი რჩება. ხვალ თბილისი ივენთ ჰოლში კოლუმბიელი მუსიკოსი ედმარ კასტანედა დაუკრავს.