პარლამენტში ერთი სტალინისტი რომ იყოს არაფერი არ დაშავდება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიოშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილმა კომენტარი გააკეთა უმრაველოსობის ფრაქიცია „მრეწველები - ქართული ოცნება“ ლიდერის გოგი თოფაძის მოსარებაზე, რომ „მოვა დრო და ყველა ოჯახში სტალისნის სურათი ეკიდება“.
„პარლამენტში იმდენი მიშისტია, ერთი სტალისნისტი რომ იყოს, ამით არაფერი დაშავდება, მერწმუნეთ“, - განაცხადა სესიაშვილმა.
ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარის, გოგი თოფაძის განცხადებით, სტალინი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდი მოღვაწე იყო. შესაბამისად, გორში მისი ძეგლი რომ არ დგას, ეს დიდი შეცდომაა.
როგორც ჟურნალისტებს თოფაძემ განუცხადა, სტალინი ქართველი კაცისთვის ყოველთვის საამაყო იქნება.
მისი თქმით, სტალინმა საბჭოთა კავშირი ფეხზე დააყენა და თოხით და ლაფატკით აშენებული ქვეყანა ატომური ბომბის მეპატრონედ აქცია.
„როცა უცხოეთში დავდივართ, იქ გვცნობენ როგორც სტალინის ქვეყნის შვილებს. ქართველ კაცს უფლება არ აქვს, ეს უდიდესი პიროვნება ასე ხელაღებით ლანძღოს. ბევრ ქვეყანაში სტალინის ძეგლი დგას. მაგალითად, ავსტრიაში სტალინის მუზეუმიც არის. ამიტომ, ქართველი კაცისთვის სტალინი საამაყო იყო. რა თქმა უნდა, მან რაღაც-რაღაცეები არ გააკეთა, მაგრამ მან საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა. დღეს საუბარი არც აფხაზეთზე იქნებოდა, არც ოსეთზე და არც იმ ტერიტორიაზე, სადაც 300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. სოჭში ქართველები ცხოვრობდნენ, რომელიც წაგვართვეს, მაგრამ ამას სტალინის დროს ვერავინ გაბედავდა. სტალინს საქართველოსთვის ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, მაგრამ იმ პერიოდისთვის გადაჭარბებული სიმკაცრეც იყო. რაც შეეხება სურათს, მას გულით ვატარებ თუ კედელზე დავკიდებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ სტალინს ყველა ქართველი დიდ პატივს სცემს და ის, რომ გორში მისი ძეგლი არ დგას, ეს დიდი შეცდომაა“, - განაცხადა თოფაძემ.