პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ირწმუნება, რომ ის სახლში სტალინის სურათს არ დაკიდებს.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ შესაძლოა, სტალინთან დაკავშირებით იხუმრა.
„თოფაძეს არ ვეთანხმები, მაგრამ თუკი ვინმეს სტალინი ძალიან უყვარს და მას სახლში მისი სურათის დაკიდება სურს, ამას ვერ გავაკონტროლებ. ეს ჩემი საქმე არ არის. ზუსტად ვიცი, რომ სახლში მის სურათს არ დავკიდებ“, - განაცხადა კობახიძემ.
გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ სტალინი მე-20 საუკუნის მოღვაწეა, რომლის სურათიც სახლებში უნდა დაიკიდოს.