პოლონეთში კი საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოცხადდა. ოფიციალური მონაცემებით, იაროსლავ კაჩინსკის პარტია “კანონი და სამართლიანობა” მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მანდატების უმრავლესობას მიიღებს. კონსერვატორებს მხარი ამომრჩეველთა 37,58 პროცენტმა დაუჭირა. მეორე ადგილზე ხმათა 24,09 პროცენტით ევა კოპაჩის “სამოქალაქო პლატფორმაა,” რომლის ლიდერმაც არჩევნებში დამარცხება ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე აღიარა. პოლონეთის სეიმში ასევე “პოლონეთის გლეხების პარტია,” “ნოვოჩესნა” და “კუკიზ-15” მოხვდნენ.