ისრაელი ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს. გვიან ღამით ებრაულმა ავიაციამ ჰამასის პოზიციები დაბომბა. აფეთქებებს ერთი პალესტინელი ემსხვერპლა. ავიადარტყმებამდე რამდენიმე საათით ადრე პალესტინელებმა მოსაზღვრე ებრაული რაიონის მიმართულებით ქასამის ტიპის რაკეტა ისროლეს, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.