ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ ავღანეთში 33, პაკისტანში კი 147 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა დგინდება. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.