"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" საქართველოში ექთნების გადამზადების პროგრამას აგრძელებს. ამჯერად კორპორაციამ ექთნების კვალიფიკაციის ასამაღლებელი უფასო კურსები სამცხე-ჯავახეთში დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან" აცნობეს, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თეორიული და პრაქტიკული სწავლების ჩატარებას.
"კონკურსანტებისთვის ლექციები უფასოა და დაფინანსებულია "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მიერ. პროექტის დასასრულების შემდეგ ყველა ის კანდიდატი, რომელიც გამოცდაზე გადალახავს საკვალიფიკაციო ბარიერს დასაქმდება კორპორაციის ქსელში არსებულ ჰოსპიტალებში", - აცხადებენ "სამედიცინო კორპორაცია ევექსში".
ექთნების გადამზადების პირველი გრძელვადიანი პროგრამა "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" სასწავლო ცენტრის ორგანიზებით იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში უკვე მიმდინარეობს და მასში 160-მდე კანდიდატი მონაწილეობს.