დამასკოს რუსი დეპუტატები სტუმრობდნენ. დელეგაციის წევრებმა სირიაში ჰუმანიტარული დახმარება, მედიკამენტი და სურსათი ჩაიტანეს. რუსულ დელეგაციას მოქმედმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა უმასპინძლა, რომელმაც სტუმრებთან საუბრისას განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. მანვე რუსეთის ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.