მოლდოვის სასამართლომ „ჩვენი პარტიის“ ლიდერს, რენატ უსატოვს წინასწარი პატიმრობის ვადა არ გაუხანგრძლივა. ოპოზიციონერს ბრალი ყოფილი პრემიერის, ვლად ფილატისა და ბიზნესმენ ილან შორომის სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენასა და აუდიჩანაწერების გავრცელებაში ედებოდა. უსატი 23 ოქტომბერს დააპატიმრეს. პროკურატურა მისთვის 30 დღიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.