კოალიციის სპეცრაზმმა ერაყში ისლამისტთა ტყვეობაში მყოფი 70 ქურთი გაათავისუფლა. სპეცოპერაცია 22 ოქტომბრის ღამეს ჩატარდა. მასში ამერიკული და ერაყული სპეცდანაყოფები მონაწილეობდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.