რუსთავში, ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისი წითლად შეღებეს და წარწერები გააკეთეს.
ენმ-ს რუსთავის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ დილით ოფისში მისულებს შენობის ფასადზე წარწერები დახვდათ და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
ოფისის წინ შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და სამართალდამცავებისგან დროულ გამოძიებას მოითხოვენ.