ფესტივალი „საჩუქარი “ საზეიმოდ 17 ოქტომბერს გაიხსნება და 17 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება. ერთი თვის ანმავლობაში თბილისელ მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს მსოფლიო სახელოვნებო შედევრებს, ქართულ თეატრალურ სივრცეში იხილონ საშა ვალცი, დიმიტრი კრიმოვი, დადა მასილო, რიმას ტუმინასი და სხვა.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება სიმონ მაჩაბელისა და ნატალია კლდიაშვილის პერსონალური გამოფენები, პირველად იტალიის საელჩოსა და ფლორენციის ფესტივალი „ინტერსითი“ –ს ორგანიზებით მოდერატორი მიქელე პანელა ისაუბრებს იტალიურ თეატრის შესახებ.
17 ოქტომბერი
18.00 სთ. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 2015 საზეიმო გახსნა ! თბილისი „გარდენ ჰოლი“ ( ილიას ბაღი )
10.00 სთ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2014“ ლაურიატების დაჯილდოება
ლაურიატთა სია :
. დავით დოიაშვილი
. მარი ჯანაშია
. გია ყანჩელი
. ნანა ფაჩუაშვილი
. საშა ვალცი
. ნანი ჩიქვინიძე
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ოფიციალური ვებ–გვერდი http://giftfestival.ge
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ოფიციალური ფეისბუქ–გვერდი
https://www.facebook.com/pages/GIFT-Georgian-International-Festival-of-Arts-in-Tbilisi/295227333942305
ვიდეორგოლი https://www.youtube.com/watch?v=4zWZcTymGXE
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
(პროგრამა)
17ოქტომბერი–17 ნოემბერი
17 ოქტომბერი ფესტივალის საზეიმო გახსნა
17 ოქტომბერი 18.00 სთ.
თბილისი „ გარდენ ჰოლი“ ( ილიას ბაღი)
18 ოქტომბერი 18.00 სთ.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის
საგამოფენო სივრცე
ნატალია კლდიაშვილის პერსონალური გამოფენა
18,19 ოქტომბერი , 20.00 სთ
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
პეტერბურგის თოჯინების დიდი თეატრი
„ქებათა ქება“
დადგმა - რუსლან კუდაშოვი
მხატვარი - მარინა ზავიალოვა,
განათების მხატვარი - ლარისა ნოვიკოვა,
მუსიკალური გაფორმება - ვლადიმერ ბიჩკოვსკი, ანატოლი გონიე.
სპექტაკლის ხანგრძლიობა: 1 სთ 50 წ.
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ანატოლი გუშცინი, ვიქტორია კოროტკოვა, რომან დადაევი, ვასილისა რუჩიმსკაია,მარია ბატრასოვა,დენის კაზაჩუკი,ანასტასია გრიცაი, მიხეილ ლოჟკინი, ალენა პერვუხინა, დიმიტრი ჩუპახინი,ალეს სნოპკოვსკი, ივან სოლნცევი.
„ჩვენ არ ვიძლევით „ქებათა ქება“–ს რაიმე ახალ ინტერპრეტაცია. ძიების ამოცანად იქცა არ ის რომ გვექადაგა, ან მხოლოდ სიუჟეტს გავყოლოდით ან გვეპოვა ენის გამომსახველობითი ფორმები, არამედ გვინდოდა გვეცადა გადავქცეულიყავით უსაზღვრო სიყვარულის, ადამიანთა მიერ სამყაროს აღქმის ნაწილად, სამყაროს რომელიც სასწაულებს ახდენს“
რუსლან კუდაშოვი.
ინფორმაცია თეატრისა და სპექტაკლის შესახებ იხილეთ თანდართულ ბმულზე
Song of Solomons. Old Testament
www.puppets.ru/performance
НЕ ЗНАЯ ПАРОЛЬ, НО ВИДЯ ОРИЕНТИР Павел Чердынцев
"Песнь Песней" в Грузии
20,21 ოქტომბერი , 19.00 სთ.
გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი
„ხანუმა“
რიგის მიხეილ ჩეხოვის რუსული თეატრი
ვ. კონსტანტინოვი, ბ. როცერი
ავქ. ცაგარელი „ხანუმას“მიხედვით
ჯაზ-კომედია
რეჟისურა და ქორეოგრაფია: ალა სიგალოვა,
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
სცენოგრაფია და კოსტუმების ავტორი: გ. ალექსი-მესხიშვილი,
მუსიკალური რედაქცია და შესრულება:
XylemTRIO (რაიმონდ პეტრაუსკისი, ოსკარ პეტრაუსკისი, რიჰაედ ზალუპე).
როლებში: ვ. პლოტნიკოვა, ნ. ჟივეცი, ი. რაფალსონი, მ. ბესელი, ტ. ლუკაშენკოვა, ვ. გროსმანი, ე. კორნევი, ი. ბერნგარტი, ა. კორგინი, ო. ნიკულინა და სხვ.
„ამ სპექტაკლის დეკორაციების ძირითადი საფუძველი ჩემთვის გახდა მანდელშტამის ცნობილი ლექსი „ტიფლის“, რომელიც ასეთი სიტყვებით იწყება; „მესიზმრება კუზიანი ტიფლისი ... “. ეს სიზმარი მინდოდა სცენა გადამეტანა“ - გოგი მესხიშვილი.
„ამ სპექტაკლში ჩემი მუსიკა ყველაზე მეტად ჟღერს, ვიდრე ოდესმე“ - ამბობს გია ყანჩელი.
ინფორმაცია თეატრისა და სპექტაკლის შესახებ იხილეთ თანდართულ ბმულზე
Alla Sigalova
"Ханума" в постановке Аллы Сигаловой
«Ханума», вид сверху
22 ოქტომბერი, 20.00 სთ
თუმანიშვილის თეატრი
ლილიანა კავანი
„ღამის პორტიე“
ბათუმის დრამატული თეატრი
თარგმნი– ირაკლი სამსონაძე
რეჟისორი – ზაზა სიხარულიძე
მხატვარი – ვახტანგ ბესელია
კოსტიუმების მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე
რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე
მონაწილეობენ: ზაალ გოგუაძე, ია ვახანია, დავით ჯაყელი, მამუკა მანჯგალაძე, ლევან თედორაძე, გოგიტ ამეგრელიძე, გიორგი ფირცხალაშვილი, ლაშა კონცელიძე
რეჟისორი ზაზა სიხარულიძე გახმაურებული ამერიკული ფილმის „ღამის პორტიე“-ს სცენურ ვერსიას სთავაზობს მაყურებელს, რაც, უპირველეს ყოვლისა, თავისი თემატური არჩევანითაა საინტერესოც და ნიშანდობლივიც. ფაშისტური რეჟიმი, საკონცენტრაციო ბანაკი და იქ, იმ კოშმარში, ჯალათსა და თავის მსხვერპლს შორის წვეული სიყვარული. რა განვითარებას პოულობს ეს ამბავი წლების შემდეგ, როგორ იცვლებიან, თუ არ იცვლებიან ამ ისტორიის მთავარი გმირები, რა განაჩენი გამოუტანა იატაკქვეშეთში გადანაცვლებულმა რეჟიმმა შეყვარებულ წყვილს?..
27,28 ოქტომბერი 20.00 სთ
რუსთაველის თეატრი
საშა ვალცი და სტუმრები
„დღიურუი I – რვას აკლია ოცი წუთი“
ქორეოგრაფი საშა ვალცი
იდეის ავტორი და რეჟისორი: საშა ვალცი
მხატვარი: ბარბარა სტეპი
კომპოზიტორები: ტრისტან ჰონსინგერი და ჟან-მარკ ზელვერი
ჟან-მარკ ზელვერის კომპოზიცია “Le Tourment de Vassilissa la Belle”
მხატვარი გამნათებლები: ტომსკი ბინსერტი და ანდრე პრონკი
შემსრულებლები: დევიდ კამპლანი, ედივალდო ერნესტო, ტაკაკო სუზუკი, ფლორენცია ლამარსა, იაელი შნელი,
„იუმორი, აგრესია და ემოციურობა ნამუშევრის ძირითადი ელემენტებია. კონკრეტული საგნები, დეკორაცია, კინემატოგრაფიული ხერხები და მუნჯი კინოს გროტესკული მოძრაობები ჩემი ქორეოგრაფიული ენის ძირითადი შთაგონების წყარო და მამოძრავებელი ძალაა. ეს ენა ძალიან გამომსახველობითი და ემოციურად დატვირთული გახლავთ, თუმცა მაინც ტოვებს ადგილს აბსტრაქციისათვის. ყოველდღიური ცხოვრების მარტივი, ყოფითი ელემენტები, რომლებიც სიტუაციურად კომიკურ ელფერს იძენენ, მკვეთრ კონტრასტს ქმნიან დრამატულ და ემოციურად დატვირთულ მომენტებთან. კლიშეებისა და სტერეოტიპების გამოყენებამ ხელი შეუწყო პერსონაჟების კარიკატურებად გადაქცევას. მუსიკა ყველა ჩემი წარმოდგენის ძირითადი ბერკეტია ხოლმე. „დღიურისათვის“ კომპოზიტორმა ტრისტან ჰონსინგერმა ორიგინალური მუსიკა დაწერა.“
საშა ვალცი
ინფორმაცია თეატრისა და სპექტაკლის შესახებ იხილეთ თანდართულ ბმულზე:
TRAVELOGUE I - TWENTY TO EIGHT
Sasha Waltz & Guests: Continu – review
Sasha Waltz and guests
DANCE REVIEW; Two to Tango, Especially on a Kitchen Table
30 ოქტომბერი, 20.00 სთ
თუმანიშვილის თეატრი
მარიუს ივაშკიავიჩუსი
„მადაგასკარი“
ვილნიუსის მცირე თეატრი
დამდგმელი რეჟისორი: რიმას ტუმინასი
რეჟისორის ასისტენტი: არვიდას დაფშისი
მხატვარი: ვილმა დაბკიენე
კომპოზიტორი: ფაუსტას ლატენასი
მოქმედი პირნი და შემსრულებლები: ეგლე გაბრენაიტე, არვიდას დაფშისი, ალმანტას შინკიუნასი,რამიუნას ციცენასი, გინტარე ლატვენაიტე, ინდრე პატკაუსკაიტე, ვალდა ბიჩკუტე, ვაიდა ბიუტიტე, ილონა კვიეტკუტე, მანტას ვაიტიეკიუნასი,ლეონარდას პობედონოსცევასი, აუდრიუს ბრუზასი, ჯოკიუბას ბარეიკისი,ინეტა სტასიულიტე, ჯოკიუბას ბარეიკისი, აუდრიუს ბრუზასი, ბალის ლატენასი, ვიტაუტას რუმშასი (უმცროსი), აუდრიუს ბრუზასი, ბალის ლატენასი
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 3 სთ.
„როცა ისტორიულ კონტექსტსთან იჭერ საქმეს, აუცილებლად წარსულს უბრუნდები. მაგრამ საკუთარ თავს სათანადოდ ვერასდროს შეიცნობ, მხოლოდ ბავშვობას თუ გაიხსენებ და დაბადების თარიღით შემოიფარგლები, რადგანაც ყველა საიდანღაც უფრო შორეული
მაყურებელს არც ლიტველთა უბედურებაზე ეცინება და არც მათი საცოდაობა ატირებს; მას საკუთარ გასაჭირზე ეფიქრება, რადგანაც „მადაგასკარში“ აღძრული ეროვნული საკითხები უნივერსალურია. ადვილად ხედავ, როგორი უსუსურები არიან რეალობასთან პირისპირ დარჩენილი ადამიანები. თანამედროვე დრამატურგიისათვის, როგორც ვიცით, ასეთი დადგმები ზედმეტად თბილი და კეთილია, ნატალია კამინსკაია, 2006.
„მადაგასკარმა“ „ოქროს ნიღაბი“ 1998 წლის საუკეთესო უცხოური პიესის ნომინაციაში მოიპოვა. რიმას ტუმინასმა კი იგივე ჯილდო საუკეთესო უცხოური დადგმისთვის აიღო.
ინფორმაცია თეატრისა და სპექტაკლის შესახებ იხილეთ თანდართულ ბმულზე:
"Madagaskar"
Что за жизнь на Мадагаскаре?
Эта Литва к нам с неба упала
31 ოქტომბერი, 20.00 სთ
თუმანიშვილის თეატრი
„ბიძები და დეიდები“
ვილნიუსის მცირე თეატრი
რეჟისორი– გაბრიელე ტუმინაიტე
„ჩვენ ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი იუზას ტუმას-ვაიჟგანტასის ეპოქას- ამბობს რეჟისორი - როგორ ცხოვრობდა იგი, როგორი იყო იმ თაობის ადამიანი, მწერალი, ხელოვნების მოღვაწე. ისინი იყვნენ ვაჟკაცურნი, საკუთარი ქვეყნის კულტურის განვითარებაში დარწმუნებულნი, ისინი, რომელნიც შემდგომ მსოფლიოს მოქალაქენი გახდნენ“.
„ბიძები და დეიდები“ ფაქტიურად ლიტერატული ძეგლია, რომელიც ლიტვურად დაიწერა და გამოქვეყნდა.
ინფორმაცია თეატრისა და სპექტაკლის შესახებ იხილეთ თანდართულ ბმულზე:
Дяди и тетки
Габриеле Туминайте
3, 4, 5 ნოემბერი, 19.00 სთ
ა.გრიბოედოვის თეატრი
ალექსანდრე პუშკინი
„ევგენი ონეგინი“
ვახტანგოვის სახელობის აკადემიური თეატრი
იდეა, ლიტერატურული კომპოზიცია და დადგმა: რიმას ტუმინასი
სცენოგრაფია: ადომას იაცოვსკისი.
კოსტუმების მხატვარი: მარია დანილოვა,
მუსიკის ავტორი: ფაუსტას ლატენასი,
ქორეოგრაფია: ანჟელიკა ხოლინა,
განათების მხატვარი: მაია შავდათუაშვილი.
როლებში: ს. მაკოვეცკი, ა. გუსკოვი, ვ. დობრონრავოვი, ვ. სიმონოვი, ა. ივანოვი, ო. მაკაროვი, ვ. სიმონოვი, ე. კრეგჟდე, ო. ლერმანი, ი. ბორისოვა, ი. კუპჩენკო, მ. ვოლკოვა, ნ. ვინოკუროვა, ე. კრემზინა, პ. ტეხედა, ა. ანტონოვა, ა. ვასილევა, ლ. გაიცინა, პ. კუზმინსკაია, ო. ნემოგაი, დ. ოდინოკინა, ა. ჩერკასოვა, მ. შასტინა, ე. მელნიკოვა, ა. კუზნეცოვი, ვ. ბელდიანი, რ. სიმონოვი და სხ.
სპექტაკლი ხანგრძლიობა 3 სთ. და 30 წუთი
„სპექტაკლში ორმაგდება არა მხოლოდ მიზანსცენები, ორმაგდებიან პუშკინის რომანის პერსონაჟებიც: ტუმინასთან მოქმედებენ ორი ონეგინი: - ახალგაზრდაც, ლამაზი და ბედკრული ვიქტორ დობრონრავოვი და გადაბერებული, ყველაფერს გამოვლილი, მაგრამ კეთილშობილი სერგეი მაკოვეცკი. მისი პირველი ფრაზა: - „ვინც იცხოვრა და იაზროვნა, შეუძლებელია რომ მას სულში ხალხის სიძულვილი არ დაესადგურებინოს“ - და ეს გამონათქვამი, როგორც მთელი სპექტაკლის ეპიგრაფი სამუდამოდ გრჩება მახსოვრობაში“. რომან დოლჟანსკი.
ინფორმაცია თეატრისა და სპექტაკლის შესახებ იხილეთ თანდართულ ბმულზე:
"Евгений Онегин"
"Онегин" получил пять звёзд: итоги гастролей театра Вахтангова"
«Наше все» в зазеркалье сцены
10 ნოემბერი, 19.00 სთ
თუმანიშვილის თეატრის საგამოფენო სივრცე
სიმონ მაჩაბელის პერსონალური გამოფენა
დასწრება თავისუფალია
12,13 ნოემბერი, 20.00 სთ
ა.გრიბოედოვის თეატრი
„რუსული ბლუზი. სოკოზე წასვლა“
დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია
რეჟისორი: დიმიტრი კრიმოვი
მხატვარი: მარია ტრეგუბოვა,
მხატვრის ასისტენტი: ანა კოსტრიკოვა,
განათების მხატვარი: ივანე ვინოგრადოვი
ქორეოგრაფი - ანატოლი ვოინოვი
ქორეოგრაფ-რეპეტიტორი - ოქსანა სტრატულატი
თოჯინების ოსტატი- ვიქტორ პლატონოვი
ვიდეო - ალექსანდრე შაპოშნიკოვი
ხმის ოპერატორები - ანდრეი ზაჩესოვი, სერგეი ალექსანდროვი
სოპრანო - ანა სინიაკინა, ოლგა ერმაკოვა.
მსახიობები: ალექსანდრე ანუროვი, ნატალია გორჩაკოვა, ვადიმ დუბროვინი, არკადი კირიჩრნკო, მაქსიმ მამინოვი, სერგეი მელკონიანი, ოკსანა მისინა, კრისტინა პივნება, მარია სმოლნიკოვა, მიხეილ უმანეცი.
სპექტაკლში გამოყენებულია ჰაიდნის, მაილზ დევისის, არკადი კირიჩენკოს, ჟან ტატლიანის, ამიკ და დიმიტრი შოსტაკოვიჩის მუსიკა.
„რუსული მენტალიტეტის თანახმად სოკოს საკრებად წასვლა დიდი სიამოვნების ასოციაციას იწვევს, რისთვისაც ერთად იკრიბებიან ოჯახები, მეგობრები და და არამეგობრებიც კი. ეს ვნებაცაა და ამავდროულად თვითდამშვიდება და დაწყნარება. ეს რაღაც ლოცვასა და დამაწყნარებელის მიღების შუალედშია მოქცეული. სოკოს საკრებად წასვლა თითქმის მისტიური ქმედებაა, არანაირი ყოფითი, ასე ვთქვათ ლურჯი (საოცნებო) ფრინველის ძიება. ვისაც წაკითხული აქვს მეტერლინკის „ლურჯი ფრინველი“ ან ვისაც უნახავს ამავე სახელწოდების სპექტაკლი მოსკოვის სამხატვრო თეატრში, უთუოდ ემახსოვრება რით დასრულდა ყველაფერი“
დიმიტრი კრიმოვი
ინფორმაცია თეატრისა და სპექტაკლის შესახებ იხილეთ თანდართულ ბმულზე:
ЛАБОРАТОРИЯ ДМИТРИЯ КРЫМОВА
14 ნოემბერი, 15.00 სთ
თუმანიშვილის თეატრი
იტალიის საელჩო და ფლორენციის ფესტივალი „ინტერსითი“
„საუბრები თანამედროვე იტალიურ თეატრზე“
(ლექცია)
მოდერატორი მიქელე პანელა
15 ნოემბერი , 20.00 სთ
თუმანიშვილის თეატრი
პ რ ე მ ი ე რ ა
ტენესი უილიამსი
„ტრამვაი–სურვილი“
რეჟისორი – ქეთი დოლიძე
მხატვარი – მამუკა ტყეშელაშვილი
კოსტუმები– ლალი ბადრიძე,სოფო–მარიამ ქორიძე
მუსიკალური გამოფენა– ანი მურღულია
ტექნიუკური რეჟისორი – სოფო ორჯონიკიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებლები: ნინელი ჭანკვეტაძე, ირინა გიუნაშვილი, იმედა არაბული, ვანო დუგლაძე, თემურ გვალია, ქეთი ასათიანი, გუგა კახიანი, ცოტნე მეტონიძე,თამუნა ბუაჩიძე, ზაზა ვაშაყმაძე, ილია ჭეიშვილი.
16 ნოემბერი, 20.00 სთ
თუმანიშვილის თეატრი
უილიამ შექსპირი
„ჭირვეულის მორჯულება“
უილიამ შექსპირის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით
რეჟისორი – ჰილარი ვუდი( დიდი ბრიტანეთი)
მხატვარი – სიმონ მაჩაბელი
კოსტუმების მხატვარი – ლალი ბადრიძე
ქორეოგრაფი – ცისია ჩოლოყაშვილი
მუსიკალური გაფორმება – ჰილარი ვუდი
ტექნიკური რეჟისორი – სოფო დანელია
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: გია აბესალაშვილი, მახო აბულაძე, თემურ გვალია, სოსო ხვდელიძე , ვანო დუგლაძე, ნიკა წერედიანი, ცოტნე მეტონიძე, გუგა კახიანი, ილია ჭეიშვილი, აკაკი ხიდაშელი, ზურა ანთელავა, თამრი ბზიავა, ირინა გიუნაშვილი, ანა მატუაშვილი, დარეჯან ხაჩიძე, ანა ნიკოლაშვილი, ანრი ბიბინეიშვილი, თამუნა ბუაჩიძე
16, 17 ნოემბერი, 20.00 სთ
ა. გრიბოედოვის თეატრი
ჟორჟ ბიზე
„კარმენი“
ინტერპრეტაცია და დადგმა : დადა მასილო
მოცეკვავეები: ნადინ ალექს აბაის, სონია ზანდილ კონსტაბლ, ფინდილ კულა, რამი მაჯელა, სონგეზო მცილიზელი, ეპელენგ მერაფ, ლეველინ მნგუნიб რაფილო მონოჯი, ქაიანდ ლოვა, თაბანი ნტული, სინდი ოკერს, ნონოფო ოლეკენგ, კილი ჰაინც როსოუა, ქსოლა ვილი, თშეფო ზასეხაია
სპექტაკლის ხანგრძლიობა: 70 წუთი
„კარმენის“ დადგმა „ეფ ენ ბი დანს ამბრელას“ ( სამხრეთ აფრიკაში პირველი ნაციონალური ბანკის მხარდაჭერით დაფუძნებული ქორეოგრაფიული ფესტივალის) დავალებითა და ეროვნული ხელოვნების საბჭოს მხარდაჭერით მოხდა. მისი საპრემიერო ჩვენება, მხოლოდ შვიდი შემსრულებლის მონაწილეობით, შარშან მარტში გაიმართა სახელწოდებით „კარმენის სახის ბოლომდე გახსნა“.„თავიდან კარმენის, როგორც ქალის გახსნით დავიწყე, - ამბობს მასილო, - მინდოდა, მის იმ ხატს გავცდენოდი, რომელსაც ჩვეულებრივ ბალეტებსა და ოპერებში გვთავაზობენ ხოლმე; უფრო ღრმად მინდოდა ჩამეხედა ამ პერსონაჟშიდა ის დაუცველობა დამენახა, რომელიც მისი გარეგნული შეუვალობისა და უგულობის მიღმა ძევს. ძიების პროცესში მივხვდი, რომ კიდევ უამრავი რამის აღმოჩენა და წარმოჩენა შეიძლებოდა როგორც მუსიკაში, ისე არსებულ მოარულ სიუჟეტებში. ასე რომ, ბოლოს ისეთი ამბავი მოვიგონე, რომელიც საშუალებას აძლევს შემსრულებლებსაც და მეც ის ვაკეთოთ, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს - ვიცეკვოთ.“
„კარმენზე“ დასწრება 16 წლის ასაკამდე მაყურებლისათვის რეკომენდებული არ არის.
ინფორმაცია თეატრისა და სპექტაკლის შესახებ იხილეთ თანდართულ ბმულზე:
REVUE DE PRESSE Carmen Dada Masilo
"Carmen"
დ. აღმაშენებლის გამზ. #164