მამაკაცებისთვის პოპულარული ჟურნალი პლეიბოი შიშველი ქალების სურათებს აღარ გამოაქვეყნებს. გამოცემის მეპატრონეების განცხადებით, ინტერნეტმა ჟურნალს ცუდი სამსახური გაუწია და დღესდღეობით პორნოგრაფიული ჟურნალები კომერციულად რენტაბელური აღარ არის. 1953 წელს დაარსებული ჟურნალი 70-იან წლებში მილიონობით ტირაჟით იყიდებოდა. დღეისათვის კი გამოცემის ტირაჟი 800 ათასს არ აღემატება.