ხვალ, 7 მაისს, ფესტივალ "ქართული სულის" ფარგლებში მოეწყობა აკაკი წერეთლის ლექსებზე შექმნილი სიმღერებისა და პოეზიის საღამო "აკაკი _ 170 წლისთავი".
12 მაისს კი, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული სიმღერის საღამო "ქართულ ხმების" უფროსი, ახალგაზრდა და პატარა თაობების, თბილისის "ბიგ ბენდის", ქართული ესტრადის ცნობილი ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით. კონცერტის ბოლოს ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში გაწეული წვლილისათვის დაჯილდოების ცერემონიალი იგეგმება.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 25 მაისს ბალეტ "შეჰერეზადას" პრემიერა გაიმართება, რომელშიც ქართველი პრიმა-ბალერინა ირმა ნიორაძე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 28 მაისს "ივენთ ჰოლში" დავით გომართელის შემოქმედებითი საღამო მოეწყობა.